პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

355

წინა სტატია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

რამდენიმე წუთის წინ შეკრებილ მოქალაქეებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიმართა და პანდემიის გამო, პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.