თბილისში ოპოზიციის აქციას იმერეთიდან 2 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება

385

თბილისში დღეს დაგეგმილ ოპოზიციის აქციას იმერეთიდან 2000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ.

მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, იმერეთშიც გაყალბდა, ამიტომ აპროტესტებენ შედეგებს და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი და აუცილებელია, ყველა მოქალაქე გავიდეს აქციაზე.

ოპოზიციის აქცია საქართველოს პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყება.