ჩვენ ვართ ახლა ერთად, იმიტომ რომ ქვეყანას უჭირს და ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს და მის დაჯგუფებას.
“ჩვენ ყოველთვის ვართ ერთად ყველაზე რთულ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ახლა ერთად, იმიტომ რომ ქვეყანას უჭირს და ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს, ჩვენს ხელშია ძალა, პროკურატურა, სასამართლო, ცესკო, მაგრამ ჩვენ ამას ვუპასუხებთ იმით, რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენს მხარესაა სიმართლე, სიმართლე არის ყველაზე დიდი ძალა. ჩვენი ერთობა არის მშვიდობიანი, გვინდა ერთი რამ, გვინდა დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს და მის დაჯგუფებას. ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატებზე ვთქვით უარი და იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არის ყალბი პარლამენტი. ყალბი პარლამენტი არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ის ხალხს ვერ მოემსახურება. ხალხს სჭირდება პარლამენტი, რომელიც მის ნებას ასახავს და ჩვენ ასეთი პარლამეტი უნდა ავირჩიოთ და ავირჩიოთ ახალი არჩევნებით. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება. ჩვენი ნება უნდა იყოს ურყევი, ვერ ვუღალატებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს. იმ არჩევნების შედეგებზე დათანხმება არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ღალატი. ამიტომ ვიდგეთ ერთად, მედგრად, იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსეულ სახელმწიფოს და ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ისეთ არჩევნებს, რომელიც თქვენს ნებას ასახავს და ჩვენ მივაღწევთ ასეთ ახალ არჩევნებს. ვაგრძელებთ ბრძოლას, მშვიდობიან ბრძოლას, ვაგრძელებთ ერთად ყოფნას და ეს ერთობა არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ სამართლას მივაღწიოთ, გვყავდეს ისეთი პარლამენტი, რომელიც თქვენს ნებას ასახავს, ასეთი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ და არა ისეთი გაყალბებული, რომლელსაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.