ირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო შტაბი ხვალიდან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს

472

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ხვალიდან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს მეორე ტურში.

„ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. როგორც ხედავთ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, როგორც მაშინ, საკონსიტუტციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც, უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე, ჩვენი პარტია და საარჩვენო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პატია“, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქები”.