კობახიძე: ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით, იმისთვის რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს

437

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი გუნდის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ კუთხით სერიოზული სირთულეები არსებობს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი „პრეროგატივა“ – ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით, იმისთვის რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს ნაკლები პოლარიზაცია. საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის ​მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნებადეპოლარიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია.