პარტია “ლელომ” გადაწყვიტა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. ამ თემაზე განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
“არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. გავაგრძელებთ ბრძოლას, საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ლელო უერთდება საპროტესტო აქციებს იმ მოთხოვნით, რომ საქართველოში დასრულდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება. მათი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ბადრი ჯაფარიძის ცნობით, ყველა ოპოზიციურ პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ შევიდეს ახალი მოწვევის პარლამენტში.
დღესვე პარტია “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.