29 ნოემბრამდე საქართველო დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს – “ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმა

357

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

კობახიძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შეიმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი 29 ნოემბრამდე მიიღებს.

​”საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.