ზუგდიდში არჩევნების დღეს სამხედრო მანქანები დააფიქსირეს. ავტომანქანებში, სავარაუდოდ, სამართალდამცველები სხედან. შსს–ში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად.