ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უნბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა

357

წინა სტატია

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, საკრებულოს თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე მივიდა.

როგორც ის განმარტავს, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად იმყოფება.

“მე მაქვს უფლება, ყველა უბანზე მივიდე. დავდივარ, ყველა უბანზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახდენენ პროვოკაციებს, მე ვარ საარჩევნო შტაბის უფროსი, რათა დავაწყნარო სიტუაცია. აქაც ამ მიზნით მოვედი, მითხრეს, რომ რაღაც ხდება”, – განაცხადა გიორგაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.