მარნეულის მუნიციპალიტეტში, ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის მდივანმა ანარ მამიშოვმა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები გააძევა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ საარჩევნო პროცესს ხელი ეშლებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო პლატფორმის” წარმომადგენლის დავით ქიმაძის განცხადებით, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ანარ მამიშოვის განცხადებით, მას საარჩევნო ფორმა შემოახიეს. მისივე განმარტებით, ტანსაცმელი “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებიდან ერთ-ერთმა შემოახია.
პარალელურად, უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი ამბობს, რომ თავმჯდომარეს მოადგილე ხმების ფალსიფიცირებაა ცდილობს.
ერთ-ერთი მათგანი, კარა ოჯურევი ამბობს, რომ სავარაუდოდ, “ოცნების” მხარდამჭერები და კომისიის თავჯდომარის მოადგილე ანარ მამიშოვი მოქალაქეებზე “ზეწოლას ახდენს, რომ მათ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ”.
თავად მამიშოვი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დამკვირვებლები, მასზე ძალადობდნენ და მისი უბნიდან ძალით გამოჰყავანაც სცადეს, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი ტანსაცმელიც.
ამ უბანზე დაპირისპირება დამკვირვებლების გაძევების შემდეგაც გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.