დმანისში “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

446

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

დმანისში ქართული ოცნების ოფისზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით,  “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, იყო გასროლა და არიან დაჭრილებიც.

პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ დმანისში, “ოცნების” საარჩევნო შტაბს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაესხნენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით კი, ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე ე.წ კანონიერ ქურდთან დაახლოებული ზურაბ ოკმელაშვილია, რომელმაც შტაბის რამდენიმე წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

“დაჭრილები არიან, როგორც ჩვენი აქტივისტები, ასევე თავდამსხმელები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და რაც მთავარია, პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ მონაწილეები, არამედ მათი დამკვეთები და ინიციატორები. ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობაც ძალიან მარტივად შეიძლება. ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა მერე “ქართული ოცნების” ოფისზე. მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული მონაწილე პირების შესახებ”, – ამბობს გოგი მეშველიანი.

დაპირისპირება დმანისში “ქართული ოცნების” ოფისთან 21 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით ცივი იარაღით დაჭრილია 4 ადამიანი.