გაისროლეს და ადამიანები დაიჭრნენ – კობახიძის თქმით, დმანისში, “ოცნების” ოფისზე თავდასხმა მოხდა

366

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში ქართული ოცნების ოფისს თავს დაესხნენ. მისი თქმით, იყო გასროლა და არიან დაჭრილებიც.

“დმანისში მძიმე ინციდენტი მოხდა, იყო მძიმე პროვოკაცია ჩვენი პარტიის ოფისთან, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. მე რამდენადაც ვიცი, გაისროლეს და არიან ადამიანები დაჭრილი. ასეთ შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან”, — განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.