„ევროპული საქართველო“: ზუგდიდში „ოცნების“ კანდიდატის დაპირებებს მერიის ტენდერების გამოცხადება ემთხვევა

532

შემდეგი სტატია

“ევროპული საქართველოს” წევრი ბესიკ დონაძე “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.

დონაძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც “ოცნების” კადიდატი ირაკლი ჩიქოვანი ატარებს შეხვედრებს, რამდენიმე დღეში ზუგდიდის მერი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.

დონაძე აღნიშნავსს, რომ მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიჰყვება ჩიქოვანის საარჩევნო შეხვედრების გრაფიკს. დონაძის თქმით, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ნანა ნარსიამ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე საჩივარი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა.

“ჩვენი საჩივარი ეხება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. კერძოდ, მისი შტაბის უფროსი, გეგა შენგელია, რომელიც ამჟამად არის ქალაქ ზუგდიდის მერი, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკეთებს და ამთხვევს იმ სოფლებში, სადაც შეხვედრები აქვს ირაკლი ჩიქოვანს.

14 სექტემბერს ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სოფელ ნარაზენში, ხოლო 18 სექტემბერს, გეგა შენგელიამ გამარტივებული წესით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმა ხელშეკრულება და ნარაზნეში დაიწყო სკვერის მშენებლობა, რომელიც გაკეთებაც ირაკლი ჩიქოვანი დაპირდა მოსახლეობას.

სადაც დადის ირაკლი ჩიქოვანი, რომელ სოფლებშიც ხვდება მოსახლეობას, მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიჰყვება მისი შეხვედრების გრაფიკს.

აღნიშნული არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არის ინფრასტრუქტურული პროექტების გამოყენება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ და არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ამაზე ჩვენ შევიტანეთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში და აღნიშნულ დარღვევაზე ველოდებით რეაგირებას”, – განაცხადა დონაძემ.