“გირჩი” დაჯარიმებული ბარი “სახელოსნოს” ტერიტორიაზე ისევ შეიკრიბა – შრომის ინსპექციას არავინ დაუჯარიმებია

462

წინა სტატია

“გირჩის” ლიდერები და მისი მხარდამჭერები, დაჯარიმებული ბარის “სახელოსნოს” ტერიტორიაზე წუხელ ისევ შეიკრიბნენ . ამჯერად, შრომის ინსპექციას, არც ბარის მეპატრონე და არც “გირჩი” დაუჯარიმებია.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის განმარტებით მემორანდუმი, რომელიც გირჩსა და კაფე-ბარებს შორის გაფორმდა, მათი სივრცეების საარჩევნო შტაბებად გამოყენებას ითვალისწინებს და ეს შეთანხმება, კანონიერია.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ შრომით ინსპექციამ ეს ბარები უკანონოდ დააჯარიმა. ჯაფარიძე

დაჯარიმებულია კიდევ რამდენიმე კაფე-ბარის მეპატრონეც, რომლებიც საღამოს 10 საათის შემდეგ საკუთარ სივრცეს “გირჩს” უთმობენ, პოლიტიკური საქმიანობისთვის.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს შსს-მ ბარებში შეზღუდვების დარღვევის გამო გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ბარი კი სადაც “გირჩი” პოლიტიკურ შეხვედრას მართავდა 10 000 ლარით დააჯარიმეს. ბარის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უსამართლობას უწოდებენ და ამბობენ, რომ ბარი ფუნქციონირებას 10 საათზე წყვეტს, ამის შემდეგ კი მათ კონტრაქტის მიხედვით სივრცე პარტიას უნდა დაუთმონ აგიტაციისთვის.

16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. “გირჩი” სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.

ასევე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ოქტომებრს განაცხადა, რომ დაჯარიმდება ყველა იმ ბარს, რომელმაც თავისი სივრცე “თითქოს პოლიტიკურ პროცესს დაუთმო” და “ღამის კლუბებსა და რესტორნებში იმ ადამიანების შეტყუება სცადა, რომლებიც რისკებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ”.