მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, კიდევ ერთხელ გადავადდა

571

პარლამენტში ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კიდევ ერთხელ – ამჯერად ორი თვის ვადით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღო

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტს გასული წლის ივნისში წარედგინა. პროექტი პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღეს, რის შემდეგაც განხილვის პროცესი გაჩერდა.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით – 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ტარდება.