ზედამხედველობის სამსახურმა მარნეულელ გარემოვაჭრეს სამართალდარღვევის 500 ლარიანი ოქმი შეუდგინა

323

10 დეკემბერს, რუსთაველის ქუჩაზე, მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრე, ვალე დარგალს, 500 ლარიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“მითხრეს, ამ ადგილზე რატომ გაქვს ეს ხილი შიგნით შეიტანეო, მიზეზს არ მეუბნებიან რატომ. ამ ქუჩაზე ბევრს აქვს ხილი და პროდუქტი,მათ რატომ არ ეუბნებიან, არ ვიცი მათი ინტერესი რა არის, დამაჯარიმეს და წავიდნენ, მხოლოდ ის თქვეს, რომ არუნდა მქონდეს ხილი გარეთ გამოტნილი,“ – თქვა გარემოვაჭრე, ვალე დარგალმა.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის ზედამხედველობის სამსახურში, თურალ ისმაილოვმა განუცხადა, აღნიშნული პიოროვნება მათი მხრიდან არაერთხელ იყო გაფრთხილებული. თუმცა მას შემდეგ, რაც ტერიტორია არ დატოვა, სამართალდაღვევათა ოქმი შეადგინეს, რომელიც სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნება.

„ჯარიმა ადგილზე არ იწერება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დგება, რომელსაც ვაგზავნით სასმართლოში და შემდეგ, ჩვეულებრივ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და თვითონ სასამართლო წყვეტს დაჯარიმებას. წინასწარ არავინ იცის რა შედეგით დასრულდება სასამართლო“

ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის ასაკრძალად ღონისძიების გატარებას ახლო მომავალშიც გეგმავს.