კალაძე მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების საარჩევნოდ ხარჯვასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა

683

მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების საარჩევნოდ ხარჯვასთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატის ბრალდებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დამადანაშაულა, თითქოს, სარეზერვო ფონდიდან თანხები საარჩევნოდ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ამ საკითხში ვერ ერკვევა. არ იცის, რომ ყველაფერი მითითებულია, სად ხდება თანხების გადარიცხვა. ასევე, აღნიშნული ფონდი არჩევნების პერიოდში არ ფუნქციონირებს. ეს კანონით აკრძალულია. დანარჩენ შემთხვევაში, ვეხმარებით ყველას, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ ამ მიდგომას განვაგრძობთ. ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად დავეხმარებით. ჩვენი დამოკიდებულება ქალაქის მართვის პირობებში არის ის, რომ განსხვავებული ადამიანები არ არსებობენ. ყველას, ვისაც სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა, მაქსიმალურად ვეხმარებით. სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ სიკეთეს ყველა მოქალაქე იგრძნობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.