ხმალაძე: 4 წელი ვემსახურეთ ქალაქს. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და მომდევნო 4 წელი ზუსტად იგივე გეგმა გვაქვს

255

ჩვენთვის, კახა კალაძის გუნდისთვის საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის მრავალი საჭიროების წინაშე, შეზღუდული რესურსებით დგომა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მას შემდეგ, რაც სწორი მიდგომები გვექნება პრობლემებთან მიმართებაში, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას კომპეტენტური გუნდი სჭირდება და შემდგომში ამ ყველაფრის შესულება.

„4 წელი ვემსახურეთ ქალაქს. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და მომდევნო 4 წელი ზუსტად იგივე გეგმა გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია ასევე საარჩევნო პროგრამაზე იმუშაოს პოლიტიკურმა ჯგუფმა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ არჩევნებში მიაღწიოს უკეთეს შედეგს. ეს არის 2 რადიკალკურად განსახვავებული რამ და ზუსტად ეს განასხვავებს კახა კალაძეს თავისი ოპონენტებისგან. რაც შეეხება ჩვენს მიმათულებებს. უპირატესი ადგილი უკავია სოციალურ პრობლემებს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი პროგრამა შევიმუშავეთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.