7 წელია, მებრძვიან – სკოლის გათავისუფლებული დირექტორი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

448

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი, წიანსაარჩევნო ზეცოლა საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს პარტიული სია, რომელშიც გაწერილია, რომელი სკოლის დირექტორი უნდა მოიხსნას თანამდებობიდან. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

7 წელი მებრძოდნენ, ყველა წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის მსხვერპლი ვიყავი – სოფლის რწმუნებულის დავალებით მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ – შენ რომ არ შეგეხოს რაიმე, შენს ქმარს უთხარი, რომ გაჩერდეს და ნუ აძლევს ენმ-ს ხმას. ამჯერად ჩემი შვილის პოლიტიკური აქტივობის გამო დამსაჯეს. დირექტორები სოფლის რწმუნებულების ასარჩევი უნდა ვიყოთ, რომელთაც ნაყიდი დიპლომები აქვთ?”, – ამბობს ჭოტორლიშვილი.

სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ბუნდოვანი, გაურკვეველი პარტიული სიის მიხედვით, მის გარდა, 5 სხვა სკოლაშიც გაათავისუფლეს დირექტორები.

პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან მოხსნას ეხმიანება “ენმ-ძალა ერთობაშიას” მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელიც. ის გათავისუფლებულ დირექტორებს პირდება, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ სამართალი აღდგება.

შეგახსენებთ, რომ ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო კოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მედიასთან საუბარში გათავისუფლებული დირექტორი აცხადებს, რომ “არასასურველი დირექტორია”, რადგან აგიტაციას არ ეწევა.