მცხეთის 6 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ, მათ რესურსცენტრიდან ცნობა ვერ მიიღეს, სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მათი გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
“ნაწილს შეუჩერეს და ნაწილს გაუგრძელეს და მე ვარკვევ მოტივს, რატომ გაუგრძელეს იმ დირექტორებს, რომლებიც ვთვლი, რომ ჩემზე არაფრით მეტნი არ არიან და რატომ მე არა”, – განაცხადა მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ხუროშვილმა.
ასევე გუშინ, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მცხეთის სოფელ ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა დირექტორი აცხადებს, რომ “არასასურველი დირექტორია”, რადგან ის აგიტაციას არ ეწევა.
ფორმულას ცნობით, გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქმარ-შვილის საქმიანობას უკავშირდება. ბექა ლელუაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას”, მაჟორიტარობის კანტიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.