ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მცხეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ასევე, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის საფარი და დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები, ხოლო, ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და მოეწყობა სივრცე მწვანე საფარით.
სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 85 941 ლარს შეადგენს, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “არქი პლიუსი“ აწარმოებს.