გორის მერმა საკუთარ წარმომადგენელს სოფელ ვარიანში შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ინფორმაცია დაადასტურა პაატა კოკაურმაც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და აღარ გამიგრძელეს”, – განაცხადა კოკაურმა.
შრომითი ურთიერთობის შეეწყვეტის მიზეზებზე კოკაური მედიასთან არ საუბრობს.
როგორც მოზაიკა წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მერმა შრომითი ხელშეკრულებები კიდევ რამდენიმე წარმომადგენელთან აღარ გააგრძელა.