“გაგიხვრიტავ შუბლსო” – მოქმედი მაღალჩინოსანი ოპოზიციის წევრის შვილს დაემუქრა

453

შემდეგი სტატია

ოჯახის წევრების პოლიტიკური აქტიურობის გამო, სენაკის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი წევრის შვილს, გიორგი გოგავას სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იარაღის გამოყენებით დაემუქრა. შემთხვევა სენაკის ცენტრში წუხელ, მაშინ მოხდა, როცა გიორგი გოგავა მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. გოგავას უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი იარაღით დაემუქრა და დედის, მირანდა მირცხულავას პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტა მოსთხოვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

“ჩავუარე ვერცხილისფერ ავტომობილის. სამხედრო პოლიციის ნომერებია, როგორც მითხრს. მიმიმწყვდია შემდეგ, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოვედი საკუთარი ავტომობილიდან. იქაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აიღო იარაღი,გადატენა, მომართა, დამიმიზნა და მითხრა, რომ გაგიხვრიტავ შუბლსო”, – თქვა გიორგი გოგავამ.

მირანდა მირცხულავა საკრებულოს წევრის გარდა, სენაკში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, სწორედ, წინასაარჩევნო კამპანია გახდა, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნის მუქარის მიზეზიც. მირცხულავა ამბობს, რომ შეწყდეს მის ოჯაზე თვალთვალი და ზეწოლა. მისივე თქმით, არ შეშინდება და “ამ სიგნალით” უკან დახევას არ აპირებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა მირანდა მირცხულავას ოჯახს წუხელვე შეხვდა. ზელავამ მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

სენაკის პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა სამართალდამცველებს ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანმა ტერიტორია მალევე დატოვა.

გამოძიება მუქარის ფაქტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრის შვილმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა. გიორგი გოგავამ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნისა და მისი ავტომობილისთვის ფოტოს გადაღება მაინც მოახერხა, რასაც საგამოძიებო უწყებას მტკიცებულების სახით დღეს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 27 სექტემბერს გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ, ქვები დაუშინეს. 24 სექტემებრს ღამით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. 18 სექტემებერს, ღამით “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. 17 სექტემბერს, გვიან ღამით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, “მთავარი არხის” ჟურნალისტს “ქართული ოცნების” დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა.15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.