„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს.
ნიკა მელია აღნიშნულს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა ხალხის დაშინება.
„ქალბატონებს ვესაუბრებოდი, რა დროსაც, მოულოდნელად ქვები გვესროლეს კორპუსის სახურავიდან ან ფანჯრიდან. ფაქტია, რომ რომ ეს ყველაფერი ნორმალური ადამიანის გაკეთებული არ არის“, – აღნიშნა მელიამ.