მუქარა “ენმ”-ს წევრის შვილზე – გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

442

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოჯახის წევრების პოლიტიკური აქტიურობის გამო, სენაკის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი წევრის შვილს, გიორგი გოგავას სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იარაღის გამოყენებით დაემუქრა და დედის, მირანდა მირცხულავას პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტა მოსთხოვა.

პირი, რომელიც გიორგი გოგავას დაემუქრა ლევან სალაყაიაა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სალაყაია სენაკის სამხედრო ბაზაზე მუშაობს და არის საგამოძებო განყოფილების უფროსი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტორომ გამოძიება 151-ე და 236-ე მუხლით დაიწყო,  რაც მუქარას და და ცეცხლსასროლი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა სენაკის ცენტრში წუხელ, მაშინ მოხდა, როცა გიორგი გოგავა მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა და უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ დაემუქრა.