“ლელოს” წევრის, ირაკლი მატუას განცხადების შემდეგ, რომ “ქართული ოცნების” წევრისა და საკრებულოს დეპუტატის, ოთარ ქადარიას მხრიდან მასზე ადგილი ჰქონდა მოსყიდვის მცდელობასა და იძულებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“მას შემდეგ, რაც მედიაში გაკეთდა განცხადებები ჩვენი გუნდის წევრზე ზეწოლის, დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობის შესახებ, გამოძიება დაიწყო”, – განუცხადა “ლაივპრესს” “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში, ალექსანდრე ახვლედიანმა.
“გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს”, – განაცხადეს შსს-ში.
ირაკლი მატუა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს, “ქართული ოცნების” წევრ ოთარ ქადარიას მოსყიდვაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, მმართველი პარტიის წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა ოთარ ქადარიამ მას პარტიის დატოვების სანაცვლოდ, მე-11 სკოლის მიმდებარედ გადასცა თანხა 600 ლარის ოდენობით.