„ლელოს” საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ.
მათი ცნობით, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ ზეწოლა განახორციელეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი ირაკლი მატუა აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზა.
“მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, რომელთა დახმარებითაც მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი,”- აცხადებს ირაკლი მატუა.
აღნიშნულ ფაქტს “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი გამოეხმაურა. მისი თმით, “ლელო” ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის შესაჩერებლად.
“ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც “ლელოა”. დღევანდელი ფაქტიც არის იმის დასტური, თუ რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის “ლელო” . ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე, ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით, ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას”, ამას არ დავუშვებთ და ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას,”-განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.
თავდასხმა “ლელოს” წევრზე- "ოცნების" წევრებმა თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ ზეწოლაგანახორციელეს და მოსყიდვა სცადეს. “ლელოს” საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლაგანახორციელეს. პარტიაში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მუქარის ფაქტებს ასახავს.
Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on შაბათი, 12 სექტემბერი, 2020