“ლელოს” წევრის, ირაკლი მატუას მოსყიდვის მცდელობასთან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია კავშირს გამორიცხავს.
მისი თქმით, განცხადება, რომ “ქართული ოცნების” წევრი ოთარ ქადარია მისი დავალებით ზეწოლას ახდენდა ირაკლი მატუაზე და მის მოსყიდვას ცდილობდა, არის ცილისწამება.
“სისულელეა. რა განმარტება უნდა გავაკეთო? ძალიან იაფფასიანი შოუა. ლელოში შეუძლიათ სარჩელი მოამზადონ და რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ ვნახავ ჯერ პოზიციებს რა არის და გავივლი ყველაფერს. ცილიწამებისთვის კი სარჩელს ვფიქრობ, რომ მეც მოვამზადებ, იმიტომ, რომ სართოდ არაფერ შუაში არ ვარ და ეს ხალხი დგება და ჩემს სახელს და გვარს იძახის, რადგან პოლიტიკური დივიდენტის მიღება უნდათ და ეს არ არის სწორი. ეს არის სისულელე და ფარსი”, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.
“ლელოს”ახალგაზრდული გუნდის წევრმა ირაკლი მატუამ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი ოთარ ქადარია მოსყიდვაში დაადანაშაულა.
ლელოში აცხადებენ, რომ ოთარ ქადარია მოქმედებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას დავალებით.