“ლელოს” წევრის მიმართ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

517

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ლელოს” ერთ-ერთ აქტივისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობას გულისხმობს.

თბილისში, დიღმის მასივში “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი გლურჯიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ პარტიის წევრები თავად ავრცელებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გლუნჩაძეს სამი პირი თავს დაესხა. “ლელოში” მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

პარტიის პრესსამსახურიც ცნობით, თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.