პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პოლიტიკურ ძალას, ამ ეტაპზე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ეყოლება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, უცნობია. ამის შესახებ ვერც ადგილობრივ შტაბში საუბრობენ.
„ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და კომენტარს ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ.
დღეს, პარტიამ 16 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატები დაასახელა, მათ შორის ახალქალაქი-ნინოწმინდაში არსენ კარაპეტიანი.