“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია დღეს, 3 აგვისტოს, 9 აპრილის ბაღში გაიმართა. პარტიამ 30 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები 16-ში წარადგინა.
რეგიონებში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან:
- ზუგდიდი – გიგი უგულავა, პარტიის გენერალური მდივანი;
- ფოთი, ხობი, სენაკი – გიგა ბოკერია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე;
- ქუთაისის ოლქი – ოთო კახიძე, მოქმედი დეპუტატი;
- რუსთავის ოლქი – ირმა ნადირაშვილი, მოქმედი დეპუტატი;
- აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი – ლელა ქებურია;
- მარნეულის და გარდაბნის ოლქი – აჰმედ იმამკულიევი;
- სამტრედია, წყალტუბოს, ვანის და ხონის ოლქი – აკაკი ბობოხიძე;
- საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქი – სერგო რატიანი, მოქმედი დეპუტატი;
- ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის ოლქი – გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი;
- ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი – არსენ კარაპეტიანი;
- ხულო, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის ოლქი – ტარიელ ნაკაიძე;
- ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი;
- თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
- გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი;
გარდა ამისა, თბილისში, ვაკის ოლქში “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია იყრის კენჭს, ხოლო მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება, ხოლო ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი – თემურ კახიძე.
საქართველოში სულ 30 სამაჟორიტარო ოლქია, მათგან 8 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა.