შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის – სამეწარმეო უნარების განვითარება ახალგაზრდული საწარმოს შესაქმნელად

880

პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ქვემო ქართლი – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა; სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა; შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი; მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ქართულსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან ქვემოთ მოცემული QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 მარტია.

 

 

 

 

პროექტის პირველი ეტაპზე 704-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. მეორე ეტაპის ფარგლებში კი დაგეგმილია 800-მდე ახალგაზრდის გადამზადება.

საერთო ჯამში, პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.