მარტვილის საკრებულოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

399

მარტვილში საკრებულოს სხდომა ხმაურისა ფონზე მიმდინარეობს. საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ 14 საკითხზე, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა იმსჯელოს.

ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცონ. ისინი სხდომაზე ახლად არჩეული საკრებულოს წევრების დასწრებასაც მოითხოვენ.

ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები არიან ახლად არჩეული საკრებულოს წევრები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ერთ სივრცეში ხალხმრავლობა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.