ყველაზე დიდი თანხმობა არის, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამარცხდეს, რაც შეეხება სხვადასხვა საკითხს, ვინ იქნება წარმომადგენელი, რა რაოდენობით და სხვა, ამაზე ყოველთვის არის მსჯელობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე პარტიებს შიგნით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ახლა არის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები.
„ვფიქრობ, მივალთ ყველაზე ოპტიმალურ შედეგამდე. ის წარმომადგენლობა, რომელიც ეყოლება „ძალა ერთობაშიას“ იქნება დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ოპოზიციის წარმატებას არჩევნებში. მიმდინარეობს შეხვედრები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კომუნიკაცია არ არსებობს პარტიებს შორის, ასე არ არის. პარასკევსაც არის სხდომა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველაზე დიდი თანხმობა არის, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამარცხდეს. რაც შეეხება სხვადასხვა საკითხს, თუ ვინ იქნება წარმომადგენელი, რა რაოდენობით და სხვა, ამაზე ყოველთვის არის მსჯელობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე პარტიების შიგნით. მთავარი მიზანი არის საერთო და ოპოზიცია გეგმავს გამარჯვებას. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული და ამის შემდეგ იქნება ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომელიც ამ ლოგიკას არ დაარღვევს, რომ ჩვენ ყველამ კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ დავაყენებთ საბურთალოზე ისეთ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ექნება წარმატების, იქნება თუ არა ეს ქალბატონი თაკო, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.