ჩარკვიანი: ჩემი კანდიდატურა საბურთალოზეა წარდგენილი და კოლეგებმა კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მხარდაჭერა, რაც მორალურად სასიამოვნო იყო

386

შემდეგი სტატია

მართლია აღმოვჩნდი, ვამბობდი ყოველთვის, რომ შალვა ნათელაშვილთან გაერთიანებული მაგიდა, ბუნებრივად გამოიწვევდა ფორმატის არევას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკა მელია და თქვა, რომ ორი მანდატი, ორი ხუთიანი, ექვსს ვთმობთ, რამაც გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებში რეაქცია – რას ქვია თმობა, არ იყო ბევრი მომხრე.

„მეც მიუხედავად იმისა, რომ ვარ პარტია „კანონი და სამართალი“, მაგრამ „ძალა ერთობაშიას“ წევრი ვარ, ვერ გამოვიცანი.  მე ავდექი მაგიდიდან და მათ ვუთხარი, რომ მე თქვენ არ გთვლით ოპოზიციად, ეს იყო შალვა ნათელაშვილთან შეკრებილი მაგიდა. ძალიან ნამუსიანად, პირველივე დღესვე ვთქვი, რომ მხოლოდ პროპორციულის გამო იქნება, როგორც კი დაიწყებთ ამ მაგიდასთან მაჟორიტარების დასახელებას, ვერაფრით, რადგან ფსევდო ოპოზიციასთან, სადაც რუსული ვექტორი ზის, უბრალოდ უხერხული იქნებოდა და მე ეს პირობა შევასრულე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, წარმატებული პროექტია „ძალა ერთობაშია“ და იქ დარჩება ბოლომდე.

„მთავარია, პროცესი არ დაზიანდეს, მე ძალინ რბილად ვუყურებ ამ ამბავს. ჩემი კანდიდატურა საბურთალოზეა წარდგენილი და მიხარია, რომ დღეს „ძალა ერთობაშიას“ კოლეგებმა კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მხარდაჭერა. ჩემთვის ეს მორალურად სასიამოვნო იყო. „ძალა ერთობაშიას“ ყველა პარტიის წარმომადგენელმა ერთხმად დამიჭირა მხარი. ეს მორალურად კარგია, თუმცა მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელ კანდიდატად მაინც დავდგებოდი საბურთალოს რაიონში. ჩემი მიზანია, ერთ ფსევდოპოზიციონერს რუსული ვექტორიდან და გარიგებულს რუსულ ვექტორთან, როგორმე მანდატი დავაკარგვინო, ეს არ ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე. მინდა, რომ პარლამენტში იდეალისტები შევიდნენ, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში, 30-წლიანი ნათაღლითარები რაც უფრო ნაკლები იქნებიან პარლამენტში, მე ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის და მოხუცებისთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.