ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაღში დამთვალიერებელს შესვლა 23:00 საათამდე შეეძლება.
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება, 7 საათიდან კი ბაღში უკვე დამსვენებლებიც მოდიან.
ბაღში მოქალაქეებისთვის შესვლა უფასოა. აქამდე ის დამთვალიერებელს 22 საათამდე იღებდა.
განახლებული ბოტანიკური ბაღი შარშან, 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.