2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 290 000 ლარი დაიხარჯა. ეზოები კეთილმოეწყო სოხუმის, თამარ მეფის, შალვა ქირიას , თაბუკაშვილისა და გამსახურდიას ქუჩებზე.
აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ეზოები ეწყობა პეტრიაშვილის, გორისა და ბუკიას ქუჩებზე, რისთვისაც 675 000 ლარია გამოყოფილი.
“მოეწყო 5 საბავშვო მოედანი, ღირებულებით 165 000 ლარი. სათამაშო მოედნები მოეწყო თამარ მეფის, ბუკიას, გამსახურდიას, ერისთავისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე. ასევე, მოეწყო ვეტერანთა ხეივანი, ღირებულებით 252 000 ლარი”,- განაცხადა შენგელიამ.
მერის განცხადებით, ზუგდიდის იერსახის განახლება და მოწესრიგება მისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, განახლებულ ბოტანიკურ ბაღში ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.