გიორგი შენგელია: ზუგდიდში პროექტების განხორციელებაში დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი

556

წინა სტატია

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დიდია ბიძინა ივანიშვილის როლი.

„გარდა ადგილობრივი ბიუჯეტისა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროექტებისა, ძალიან დიდი როლს თამაშობს „ქართუ ბანკის“ მიერ დაფინანსებული პროექტები და ძალიან დიდია ამ ყველაფერში ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი.

ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელდა 73 მილიონი ლარის პროექტი და წელს კიდევ დამატებით იგეგმება 100 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, რაც არის უპრეცენდენტო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და 2020 წლის ბოლოს ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ინფრასტრუქურა იქნება“, – განაცხადა მერმა გაწეული 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ცნობისთვის, გიორგი შენგელიამ, განახლებულ ბოტანიკურ ბაღში 23 ივნისს ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.