ზუგდიდის მერი: მუნიციპალიტეტში 5 ათას ადამიანზე გათვლილი რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება

714

წინა სტატია

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში აქტიურად ეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ მან ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზეც, აშენდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

ზუგდიდში 5 ათას ადამიანზე გათვლილი რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება”, – განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, გიორგი შენგელიამ, განახლებულ ბოტანიკურ ბაღში 23 ივნისს ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.