TI: ორ წელიწადში ზუგდიდის საკრებულოში ხელფასის და პრემიის სახით 2 მლნ ლარამდე გაიცა

863

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ მილიონ 952,557 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ფულადი ჯილდო გაიცა მხოლოდ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, ჯამური მოცულობით 26,700 ლარი. ამის შესახებ კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურებაა:

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია – 67 764, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია – 61 371 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია – 61 371, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია – 51 143 ლარი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია – 51 143, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია – 52 286 ლარი, ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა – 51 143, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია – 51 143 ლარი.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება:

თამუნა ჯიქია – 51 143 ლარი, ზაზა პროკოპენკო – 29 950 ლარი, ირუზა კაკავა – 30 000, ანა წითლიძე – 51 142, დავით შელია – 28 750, დაზმირ ძიმცეიშვილი – 49 810, კონსტანტინე კაკავა ( ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე” – 22 500, გიორგი თოდუა 7 500 ლარი, მიხეილ ჯობავა – 48,000, ედიტა კოდუა – 30 000, ჯონი ჯიქია – 46,000, ამირან ჩხოლარია – 28 750, ბათლომე შელია – 43 429 ლარი, გელა თოლორაია – 27 143.