სათემო ჯგუფებისა და პროექტების სოციალური გავლენის კვლევა

1163

წინამდებარე შეფასება მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”, ფარგლებში.

შეფასების შედეგად შესწავლილ იქნა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, როგორც ზოგადად სათემო ორგანიზაციების მუშაობის, ისე მათ მიერ განხორციელებული მცირე სათემო პროექტების გავლენისა თემზე. შეფასების შედეგად გამოიკვეთა
ძირითადი გამოწვევები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია სათემო ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე. კვლევითი სამუშაოები ჩატარდა 2021-2022 წლებში.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ სათემო ორგანიზაციები საქართველოში კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკუთარი თემების ცხოვრებაში, ზრდიან ცხოვრების ხარისხს, ხელს უწყობენ თემისა და სოფლის განვითარებას. შესაბამისად, მათი მუშაობის გავლენა თემზე, შეფასების შედეგად შეფასდა, როგორც უაღრესად დიდი და მნიშვნელოვანი.

აღსანიშნავია, რომ სათემო ორგანიზაციების სამუშაო არეალი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადი საქმიანობა უკავშირდება არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, გარემოს დაცვას, ინფრასტრუქტურულ განვითარებას და კულტურას.

იხილეთ კვლევა სრულად