TI: ზუგდიდის საკრებულოს 21 თანამდებობის პირიდან 4-მა დეკლარაცია ხარვეზით შეავსო

663

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოში პრობლემურია თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი
დეკლარაციის არასრულად, ხარვეზებით შევსების საკითხი, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასების ანგარიშში.

“საკრებულოს 21 თანამდებობის პირიდან (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) 2019 წლის მდგომარეობით დეკლარაცია 4 თანამდებობის პირმა შეავსო ხარვეზებით.

მამუკა წოწერია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

მამუკა წოწერიას 2019 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს,
რომ შპს „ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის” 100% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

ზაზა პროკოპენკო – ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”
თავმჯდომარის მოადგილე

ზაზა პროკოპენკოს 2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ანი+ნინის” 50% წილის მფლობელი და კოოპერატივს
“რკ ყულიშკარი 2014”-ის დირექტორი.

მიხეილ ჯობავა – ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე

მიხეილ ჯობავას 2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს,
რომ იგი არის შპს “ნიგი 21”-ისა და შპს “საქართველოს ნატურალური პროდუქტის”
50/50% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ
წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. აღსანიშნავია, რომ შპს “ნიგი 21”-ში მიხეილ ჯობავას პარტნიორი ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიაა.

ბათლომე შელია – ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე

ბათლომე შელიას 2019 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ
იგი არის შპს “ნიგი 21”-ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი. თუმცა, კანონის
მოთხოვნის მიუხედავად, მას არ დაუტოვებია დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილიც
უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

კანონმდებლობის მოთხოვნა: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია3, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ4, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს5 და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია6″, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.