ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას ღვთისმშობლის ფრესკის მოედანზე დადგმაზე

810

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულომ მერიას თანხმობა ერთხმად უთხრა ცენტრალურ მეოდანზე ფრესკის განთავსებაზე. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ საკითხს მხარს უჭერს და დეპუტატებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრესკას ზუგდიდელები შეიყვარებენ.

უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მოქალაქეს, სურდა ამ საკითხზე საჯარო დიაკუსია ყოფილიყო. ამიტომ, მოუწოდეს ყველას. მისივე განმარტებით, გაითვალისწინეს მოქალაქეების აზრი.

აღნიშნა, რომ არიან მოქალაქეები, ვინც მხარს უჭერს და ვინც კატეგორიულად არ იზიარებს ფრესკის დადგმის წინადადებას.