ზუგდიდის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 10 ივნისამდე მიიღება

756

წინა სტატია

მწვანე ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში ზუგდიდში, ჩიქოვანის ქუჩის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დავით გახარიამ და სანდრო სორდიამ მოსახლეობას “მწვანე ბიუჯეტის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 10 ივნისის ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sakrebulozugdidi@gmail.com

განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/open?id=11hvRQzQrEGSxD1dj-sVIMI0Gu4COOYok

რეკომენდებული ნარგავები: https://drive.google.com/open id=1pRWmvlDpGDWK5DWauMi5eJNkQX_mUCx7

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა “მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.

კერძოდ, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95%-ით.

საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.