“კამერები არის აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხშირად ექმნებოდათ მოქალაქეებს დისკომფორტი, რადგან ბოტანიკურში ველოსიპედით გადაადგილება არ არის შესაძლებელი. ახლა მათ შეუძლიათ ამ სადგომით ისარგებლონ”, – გვითხრეს ბოტანიკურის ადმინისტრაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ბოტანიკური ვიზიტორებისთვის 11 მაისიდან გაიხსნა. ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა წლის ბოლომდე უფასო იქნება.