ქობულეთის სოფელ გვარას 45 ოჯახი ტერიტორიის სრულ დეზინფექციას ითხოვს

572

წინა სტატია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, სადაც ორ პირს კორონავირუსი დაუდგინდა მოქალაქეები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ. სოფელს ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და კოვიდ ინფიცირებულების კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ამ ეტაპზე 28 ადამიანს უტარდება შემოწმება კოვიდ 19-ზე,  ერთი დღით დახურულია ქობულეთს კლინიკა და ასევე სოფლის მედპუნქტი, სადაც ინფიცირებულები მანამდე იმყოფებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სოფლის მცოხვრებლები ამბობენ, რომ “შესაძლოა სოფელი სრულად ჩაიკეტოს და კარანტინის ზონაში მოხვდეს”.  ფიქრობენ, რომ საფრთხე რეალურია და  კატეგოროიულად ითხოვს, ქუჩებისა და სახლების დეზინფექციას. ასევე, ყვებიან რომ სოფელში იმყოფებოდნენ ინფექციონისტები. მიიღეს თვით იზოლაციიაზე გაფრთხილება და რეკომენდაციები.

სოფელი ახლოსაა ადმინისტრაციულ ცენტრთან, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს, მთლიანად გვარა-კონდიდში კი 400-მდე კომლია.

ცნობისათვის, ქობულეთში 7 აპრილს 53 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.

ანალიზების ჩატარების შემდეგ კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, ისინი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერჯერობით პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის ვარაუდით, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.