გორის სოფელ დიცში მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს

357

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოსახლეობა მიწების გასხვიესებას აპროტესტებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ადგილობრივები სოფელში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

დიცელები ამბობენ, რომ 2012 წლის შემეგ, სოფელში 130 ჰა მიწა გასხვისდა. მათი თქმით, აღნიშნული მიწები ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეისყიდეს.