კიროვკის საერთო კრებაზე მოსახლეობამ სოფლისთვის მამეის დარქმევას მხარი დაუჭირა

275

წინა სტატია

20 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში სოფლის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე მოსახლეობამ სოფლის სახელის შეცვლის საკითხი განიხილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“კრებაზე მოსახლეობამ აირჩია სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და განიხილეს სოფლისთვის სახელის შეცვლის საკითხი. ადგილობრივებმა სახრლის ორ ვარიანტს, მამეისა და მეგობრობას, შორის მხარი მამეის დაუჭირეს. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება გაითვალისწინებს ადგილობრივების გადაწყვეტილებას’, – აცხადებს პლატფორმა “სალამის” ბორდის წევრი ბენიამინ კასუმოვი

სოფლის ცენტრში შეჯრებილმა კიროვკელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სოფლისათვის მამეის დარქმევას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისტორიულად სოფელს სწორედ მამეი ერქვა და სურთ რომ დასახლებას სწორედ ეს სახელი დაუბრუნდეს.