შესაძლოა, გაგრაში კომენდანტის საათი გამოაცხადონ

678

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ. ამის შესახებ გაგრის რაიონის დეფაქტო ხელმძღვანელმა ვალერი ჯანიამ განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია.

მედიიც ცნობით, “მოსახლეობაში მომხდართან დაკავშირებით პანიკა არ აღინიშნება, უმეტესობა იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს, თუმცა, ჯერაც არიან მოქალაქეები, რომლებიც ხელისფულების მოწოდების მიუხედავადა, ქუჩებში გამოდიან”.

ამ ეტპაზე განიხილება გაგრის რაიონში კომენდანტის საათის შემოღების საკითხი, თუმცა, ჯანიას თქმით, საბოლოო გადაწვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამასთან ერთად, გაძლიერებულია ძალოვანი სტრუქტურების კონტროლი ბზიფის და გაგრის საგუშაგოებზე, სადაც იზღუდება მოქალაქეების გადაადგილება.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ  დაფიქსირდა. ინიფიცირებული მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.

ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.