ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კომისია დაკომპლექტდა

1098

წინა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შექმნის მიზნით საკონკურსო კომისია უკვე დაკომპლექტდა. ის სულ 11 წევრისგან შედგება. მათი ნაწილი საჯარო მოხელეა, ნაწილი კი სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენელი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ახლადდაკომპლექტებული კომისიის წევრები არიან – ასოციაცია “მერკურის” თავმჯდომარე ნანა თოდუა და რადიო “ათინათის” დირექტორი გია ხასია.

საკრებულოდან, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯომარე ეკატერინე კიფაია და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია.

მერიიდან – განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია და საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლორა ქობალია.

კომისიის წევრია დადიანების მუზეუმიდან, არქეოლოგიის ფონდის მცველი მერაბ ქვაჩახია. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ ქორთუა.

ასევე, სამეგრელო ზემო-სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცის ხელმძღვანელი ლევან წულაია.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაშია “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” მიერ მოწვეული, შპს “დეტალის” არქიტექტორი ეკატერინე თოდუა და “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორი ზვიად ქარჩავა.

კომისიის ფარგლებში ლოგოს შექმნის კრიტერიუმებს მიიღებენ 1-9 თებერვლის ჩათვლით, რომლის საფუძველზეც, სოციალური ქსელის მეშვეობით კონკურსი გამოცხადდება.

კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები, 10-დან 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებული ნამუშევარი 28 თებერვალს დასახელდება.